ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ.ზედა ჩხუტუნეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხიდი სოფ. ჩხუტუნეთიდან გორგაძეებისაკენ მიმავალ გზაზე არსებულ პატარა მდინარე ჩხერის წყალზეა აშენებული. ეს მდინარე მაჭახლის წყლის მარცხენა შენაკადია. ხიდის სავალი ზედაპირის სიგრძე 8,5 მ-ია. სიფართე შუა ნაწილში-2 მ. თაღის სიფართე-40 სმ. ხიდის შუა ნაწილიდან წყლის დონემდე 14 მ-ია. გაშლილი ნახევარწრიული თაღის მოხაზულობის ხიდი ეყრდნობა ორივე კლდოვან ნაპირზე ,,შეჭრილ" ბურჯებს. რომელიც წყლის დონიდან საკმაოდ ზემოთაა. ასე რომ მდინარე ხიდს დანგრევის საშიშროებას ვერ შეუქმნის. კარგად დამუშავებული საპირე ქვები ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მიწყობილი და ხიდის ორივე ნაპირს მთელ სიგრძეზე გასდევს. ზედა სავალი ნაწილი ქვის ფილებითაა დაფარული.