ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზედა ჩხუტუნეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ნაგებობა თავის დროზე ფერდობის ჩაჭრის ხარჯზეა შექმნილი. ამიტომ მისი სამი კედელი არ ჩანს. ჩანს მხოლოდ ჩრდილოეთი კედელი, რომელშიც კარია დატანილი. წინა საფასადე კედლის სიგრძე-3,90 მ-ია. სიმაღლე მიწის ზემოთ-3 მ. ნაგებობის შიდა ზომებია: სიგრძე 3 მ, სიგანე-2,20 მ. სიმაღლე თაღოვანი გადახურვის დასაწყისიდან იატაკამდე -2,5 მ. თაღის კეხამდე კი-3 მ. შიგნიდან ნაგებობაზე დაკვირვებით ჩანს, რომ კედლების წყობაში გამოყენებულია მოზრდილი კვადრები თუ გვერდებჩამოსწორებული ქვები. კედლის სისქე 65 -70 სმ. შენობაში შესასვლელი კარების თავსართი ქვის სიგრძე 1,20 მ-ია. სიფართე-35 სმ. სიმაღლე-40 სმ. ნაგებობას შიგნით დასავლეთის კედელში დატანებული აქვს საკმაოდ დიდი ზომის თახჩა. მისი ზომებია: სიღრმე-50 სმ. სიგანე-55 სმ, სიმაღლე-60 სმ.