საცხოვრებელი სახლი
ქ.ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N16
ძეგლის მოკლე დახასიათება
რუსთაველის გამ. 16საცხოვრებელი სახლიორსართულიანი სახლი აგებულია 1950-იან წლებში. 2009 წელს მას დაშენდა მანსარდის სართული.მთავარი ფასადი გამოდის რუსთაველის გამზირზე. ის მკაცრი სიმეტრიით გამოირჩევა. კორინთული ორდერის ექვსი დიდი პილასტრი ფასადს მთელ სიმაღლეზე აუყვება და ხუთ თანაბარ ნაწილად ყოფს. პირველი სართული მაღალი ბელეტაჟია შუაში სადარბაზოს შესასვლელით და მის აქეთ-იქით ორ-ორი მართკუთხა ფანჯრით. ფასადის შელესილობაზე რუსტიკის იმიტაციაა დატანილი. მეორე სართულზე ხუთი ნახევარწრიულთაღოვანი ღიობია _ სამი ფანჯარა და ორი კარი, რომლებიც ლითონის აივნებზე გამოდის. ფანჯრებს წინ ბეტონისრიკულებიანი ფრანგული აივნები აქვს. ხუთსავე ღიობს თაღის კონტურზე შემოტარებული გადანაკეცებიანი თავსართები ამკობს.სახლს აგვირგვინებს ძლიერშვერილი კარნიზი, რომლის ძირშიც კრონშტაინებია ჩამწკრივებული. ბოლოხანს დაშენებული მანსარდა ფასადზე გამოდის ხუთი კვადრატული ფანჯრით, რომლებიც პილასტრებითაა ფლანკირებული და სეგმენტური ფრონტონებით ბოლოვდება.შენობა საბჭოური საცხოვრებელი არქიტექტურის კარგი ნიმუშია.