ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა 87
ძეგლის მოკლე დახასიათება
შენობა წარმოადგენს მცირე მასშტაბის გეგმაზე მართკუთხა ფორმის, ერთსართულიან ნაგებობას. ფასადი შეულესავია და მოპირკეთებულია აგურით. ფასადი სრულიად სადაა. მარჯვენა კუთხეში განთავსებულია სადარბაზოს კარი, ხოლო დანარჩენ ფასადზე გამოდის ოთხი, სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯარა. ფასადის მორთულობას წარმოადგენს ფანჯრების სადა, არქიტრავის სახის თავსართები, მათ შორის მოთავსებული საჭექი ქვის იმიტაციით. ფანჯრებს ქვემოთ მოთავსებულია კედლის ზედაპირიდან ჩაწეული მართკუთხა არე. ფასადს ასრულებს მაღალი კარნიზი, რომელშიც ერთ რიგად აგურები დალაგებულია ხერხულა სახით. ნაგებობის მარჯვნივ არის ეზო, რომლის მხარესაც მინაშენი აქვს მიდგმული. მცირე მასშტაბისა და მოცულობის შენობის მოხდენილი პროპორციები, სადა მორთულობა, აგურის წყობით გამოყვანილი დეკორატიული ელემენტები, ღობით შემოსაზრვრული შიდა ეზო ნაგებობას XIX- XX სს-ის მიჯნის საცხოვრებელი სახლის ტიპურ ნიმუშად წარმოგვიდგენს.