საცხოვრებელი სახლი
ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა 87
ძეგლის მოკლე დახასიათება
წარმოადგენს მცირე მასშტაბის გეგმაზე მართკუთხა ფორმის, ერთსადრთულიან ნაგებობას. ფასადი შეულესავია და მოპირკეთებულია აგურით. ფასადი სრულიად სადაა. მარჯვენა კუთხეში განთავსებულია სადარბაზოს კარი, ხოლო დანარჩენ ფასადზე გამოდის ოთხი, სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯარა. ფასადის მორთულობას წარმოადგენს ფანჯრების სადა არქიტრავის სახის თავსართები და მათ შორის მოთავსებული საჭექი ქვის იმიტაცია. ფანჯრებს ქვემოთ მოთავსებულია კედლის ზედაპირიდან ჩაწეული მართკუთხა არე. ფასადს ასრულებს მაღალი კარნიზი, რომელშიც ერთ რიგად აგურები დალაგებულია ხერხულა სახით.ნაგებობის მარჯვნივ არის ეზო, რომლ მხარესაც მას მინაშენი აქვს მიდგმული.