ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კირნათი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ერთმალიანი ხიდი აღმართულია ხეობაში, სადაც გზა რკალს ხაზავს, შესაბამისად გზის მიმყოლად დაგეგმარებული ხიდიც რკალის ფორმას იმეორებს. ის ქვითა და კირით არის აშენებული. მასიურ ბურჯებზე დაყრდნობილ ხიდის თაღს მწყობრად განლაგებული ქვები შემოწერს. რელიეფის გათვალისწინებით, ხიდის ერთ მხარეს ბურჯები უფრო მასშტაბურია. ერთიან სიბრტყეს, დიდი ზომის ქვების თანმიმდევრული წყობა, კიდევ უფრო მასიურს ხდის.