მახოში არქეოლოგიური სამუშაოები ორ ობიექტზეა გათვალისწინებული. პირველი იქნება 2009 წლის გათხრების გაგრძელება, სადაც აღმოჩდა რომაული ხანის სამარხები. რამდენიმე სამარხი შეუსწავლელი დაგვრჩა. მეორე ობიექტი იქნება გასული საუკუნის 70–იან წლებში აღმოჩენილი განძის ადგილები. სხვა დროს აქ ქვევრებიც აღმოჩნდა. აქაც მოსალოდნელია რომაული ხანის დასასრულისა თუ თანადროული სამარხების აღმოჩენა. არქეოლოგიურ მუზეუმში იაპონიის საელჩოს დაფინანსებით კეთდება საგანძური. არაა გამორიცხული, რომ მუზეუმის ექსპონატებს ახალი მონაპოვრები შეემატოს.
ჩაქვის ჩაისუბანი
გაგრძელდება წინა წლის გათხრები ორივე ობიექტზე. პირველი იქნება შუამთის ნასაყდრალი, სადაც შეისწავლება ანტიკური ხანის ერთ–ერთი სათვალთვალო პუნქტი. არის ადრეული, როგორც ჩანს, ბრინჯაოს ხანის ქვის სანაყი და შუა საუკუნეების ცალკეული მონაპოვრები. მეორე უბანია შუამთა, სადაც გასული წლის არქეოლოგიური გათხრებით გამოვლინდა გვიანანტიკური თუ ადრე ბიზანტიური ხანის მარნის ნაშთები. გამოვავლინეთ სამი ქვევრი, გამოჩნდა კიდევ ორი ქვევრის პირი. მოსალოდნელია მთელი კომპლექსი. მარანი პირველად შეისწავლება ჩვენს სინამდვილეში.
ფიჭვნარი
გაგრძელდება ტრადიციული გათხრები ფიჭვნარის ძვ.წ. V საუკუნის კოლხურ და ბერძნულ ნეკოპოლებზე. კოლხური სამაროვნის შესახებ მზადდება ვრცელი მონოგრაფია. სასურველია შეივსოს ახალი მონაცემებით. ასევე ითქმის ბერძნული ნეკროპოლის შესახებაც. აქაც ველოდებით უხლეს ნივთიერი კულტურის ძეგლებს, რომელიც გაამდიდრებს მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის დამთავრების შემდეგ შექმნილ ახალ ექსპოზიციას.
მახვილაური
მახვილაური დასახლებული ჩანს ახალი ქვის ხანაში. აქვეა მიკვლეული გვიანბრინჯაო–ადრე რკინისა და ანტიკური ხანის კულტურული ფენები ვრცელ ტერიტორიაზე. მ.წ. 10 იანვარს მუზეუმში შემოვიდა ახალი შემთხვევითი აღმოჩენები. ესენია: შავლაკიანი კილიკი, ასკოსი და თაზოსური ამფორა, რომელბიც ძვ.წ. V საუკუნითთარიღდება. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ახალი აღმოჩენის ადგილები სამაროვნად ყოფილა გამოყენებული. საკონტროლო გათრხების წარმოება, ვფიქრობთ, არაერთი სიახლის მომცემი იქნება.