თბს ბანკის ბათუმის სათაო ოფისი
ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N37
ძეგლის მოკლე დახასიათება
ბათუმის ძველი რკინიგზის სადგური 1889-1905 წლებში აშენდა არქიტეტქორ ვ. კარცოვის პროექტით. 26 მაისის, ი. ჭავჭავაძისა და ს. ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაზე განთავსებული, წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის ორსართულიანი ნაგებობა განაშენიანებისგან განცალკევებით დგას და ყველა მხრიდან კარგად აღიქმება. ღია მოყვითალო-ვარდისფერი და ტერაკოტისფერი ქვით მოპირკეთებული ფასადები რიზალიტებით არის აქცენტირებული. ფასადებს თაღოვანი და სწორკუთხა ღიობების მონაცვლეობა ანაწევრებს. მძლავად პროფილირებული კარნიზი და მის თავზე აღმართული დეკორატიული ქონგურებით დასრულებული პარაპეტი შელესილია და ქვიშისფრად არის შეღებილი.1934 წელს მოხდა შენობის რეკონსტრუქცია. მას ს. ზუბალაშვილის ქუჩის მხრიდან ერთსართულიანი, ცენტრში ნახევარწრიული დარბაზის მქონე, მართკუთხა მინაშენი მიადგეს. რეკონსტრუქცია არქიტექტორ ვ. დერბინიანის პროექტით განხორციელდა.დღევანდელი თBჩ ბანკის ბათუმის სათავო ოფისი მაღალი სამშენებლო ოსტატობით ნაგები მავრული სტილის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა ქალაქში.