ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N7
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი ქვის სახლი მაღალი ცოკოლის სართულით ფრონტალურად არის მიმართული ქუჩისკენ.შენობის ცოკოლის სართული ახლად არის მოპირკეთებული. ფასადის მარჯვენა ნაწილში გაჭრილია კარი და ჩაჭრილია ფანჯრის ძირი. ამ ღიობების თავზე ახალი ჩარდახია მოწყობილი. გადაკეთებათა მიუხედავად,ფასადს შენარჩუნებული აქვს ავთენტურობა. ფასადის ზედაპირი, პროფილირებული კარნიზით ორ სართულად არის დაყოფილი. პირველი სართულის ღიობებს, პროფილირებული საპირე მიუყვება, რომელიც მშვილდისებრი მოხაზულობის თაღით სრულდება. თაღის ცენტრში, პირამიდული მოყვანილობის საჭექი ქვაა მოცემული. შენობის მარცხენა კიდეში თანადროული სადარბაზოა მოცემული, რომელსაცაჟურული კრონშტეინებითა და ფრონტონით გაფორმებული ჩარდახი ასრულებს. ფასადის ზედაპირი რუსტირებულია. მეორე სართულის კომპოზიცია სიმეტრიულია. ზესდაპირი განიერი, თაღოვანი ღიობებით არის დანაწევრებული. კუთხის სარკმლები ფლანკირებულია ჰორიზონტალური ღარებით დამუშავებული ბრტყელი პილასტრებით.თაღოვან ღიობებს განიერი და ბრტყელი, გადანაკეცებიანი წარბი ასრულებს, რომელიც საჭექი ქვით გვირგვინდება და ებჯინება თხელ, ჩაკვეთილზედაპირიან პილასტრებს. სარკმლების ძირები ხაზგასმულია მართკუთხა ფორმის ჩაკვეთილი სიბრტყეებით. შენობის ცენტრში, გადმოკიდებული აივანია მოცემული. შესანიშნავი აჟურული მოაჯირით, ლითონის სვეტებითა და ფრონტონის გამჭვირვალე, ჰაეროვანი დეკორით. შენობა სრულდება სადა, პროფილირებული კარნიზით, რომლის თავზე ქვის პარაპეტია მოცემული. პარაპეტი ცენტრალურ მონაკვეთში თაღოვანია. თაღი დეკურირებულია და მის სიბრტყეზე აღშენების თარიღია ამოკვეთილი.XIX საუკუნის ბოლოს აგებული ეს შენობა, რენესანსულ-კლასიცისტურ სტილშია შესრულებულ. როგორც მშენებლობის ხარისხით, ასევე მაღალმხატვრული გადაწყვეტით, იგი ქალაქის ერთერთ მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს. შენობის ღირებულება იზრდება მის ფასადზე დაცული აღშენების თარიღი