ქ. ბათუმი, 9 მარტის ქუჩა N6
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
სინაგოგა წარმოადგენს ერსართულიან ნაგებობას მაღალი ცოკოლით. იგი მაჟამად ნახევრად დანგრეულია, თუმცა სულ რამდენიმე თვის წინ იგი მთლიანად იდგა. ფასადები სრულიად სადაა. მის გაფორმებას წარმოადგენს მხოლოდ თაღოვანი ფორმის ფანჯარები ღიობის მოჩარჩოება და მის ზემოთ არსებული ორნამენტული მედალიონები. ნაგებობის მარცხენა კუთხეში შემორჩენილია კარი, რომლისსწორკუთხა ღიობი აქცენტირებულია, მაღალი თაღით. ინტერიერში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კედლების და ჭერის მხატვრობა. ასევე კარგად ჩანს მოაჯირებით დაყოფილი სივრცეები, რომლებსაც სინაგოგებში ვხვდებით.