ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N32 / მემედ აბაშიძის ქუჩა N58
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
შენობა დგას ორი ქუჩის გადაკვეაზე. მისი ფასადები რენესანსულ-კლასიცისტური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებითაა გაფორმებული. ქუჩების გადაკვეთაზე ნაგებობის პირველი სართულის კუთხე ჩამოთლილია და მის თავზე შპილიანი გუმბათით დასრულებული აივნიანი ერკერია გადმოკიდებული. პირველი და მეორე სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია თარო ფორმის შვერილით, რომლის ქვეშ “კბილანების” დეკორატიული მწკრივია.პირველი სართულის პროფილირებულ საპირეში ჩართულია სწორკუთხა ჩანართები და სკულპტურული გამოსახულებები. მეორე სართულის თაღოვანი ფართო ღიობების მორთულობაში ჩართულია კორინთულკაპიტელიანი პილასტრები, დეკორატიული კრონშტაინები და კბილანების მოტივი. ნაგებობას ასრულებს თაროს ფორმის კარნიზი, რომლის ქვეშ დეკორატიული კრონშტაინების მწკრივია. შენობის სადარბაზო მემედ აბაშიძის გამზირის მხრიდანაა.ნაგებობა თავისი პროპორციით, ფასადების უხვი მორთულობით და მშენებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.