ქ. ბათუმი, დავით კლდიაშვილის ქუჩა N6
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ნაგებობა ერთსართულიანია, მაღალი სარდაფით. ფასადის შუა მონაკვეთის ოდნავ მარცხნივ, ასიმეტრიულად, მოთავსებულია სადარბაზო შესასვლელი, რომელზეც ლითონის ჩარდახია გადმოკიდებული. ექვსი სწორკუთხა მოხაწულობის ფანჯარა პროფილირებულ ჩარჩოშია ჩასმული. შუაკედლისების ქვედა ნაწილი ჰორიზონტალურადაა დაღარული, ხოლო ზემოთ, მოდერნის არქიტექტურისტვის დამახასიათებელი ელემანტია _ დისკოდან ჩამოსული სამი ხაზი, რომლებიც ბურთულებით ბოლოვდება. ქვევდა დონეზე ფასადს გაუყვება პროფილირებული სარტყელი. სარტყელსა და ფანჯარას შორის კი მართკუთხა არეა მოთავსებული, რომლებსაც ხაოიანი ზედაპირი აქვს.ცოკოლის მონაკვეთი გაფორმებულია დეკორატიული შელესვით, კვადრების იმიტაციით. მასში სარდაფის ხუთი მომცრო ფანჯარა გამოდის. შენობა სრულდება პროფილირებული კარნიზით, რომლის ძირში კბილანებისგან შემდგარი მწკრივია. ნაგებობის გვერდითი ფასადი სადაა. უკანა ფასადს, რომელიც ეზოში გადის გასდევს ზითონის ახალი აივანი.საცხოვრებელი სახლი გამოირჩევა გემოვნებით გაფორმებული ფასადით, დეკორაციული ელემენტების ზომიერი გამოყენებით და მაღალი სამშენებლო ოსტატობით.