ქ.ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N29 / ფარნავაზ მეფის ქუჩა N43
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორი ქუჩის კუთხეში აღმართული შენობა, როგორც ჩანს თავდაპირველად ერთსართულიანი მაღალ ნახევარსარდაფზე მდგარი ნაგებობა იყო, რომელსაც, სავარაუდოდ რამდენიმე წლის წინ მეორე სართული დაადგეს და ფრონტონიანი სახურავი დაადგეს. მეორე სართულის დეკორატიული შემკულობა ზუსტად იმეორებს პირველი სართულისას. ღიობები მართკუთხა და მათ ზედა ნაწილში ერთმანეთთან გადაბმული, ერთიანი მარტივი პროფილის ფრიზი გაუყვებათ. ღიობთა ცენტრი საჭექი ქვებითაა აქცენტირებული. პირველი სართული შვერილი კარნიზითაა დასრულებული. კარნიზსა და სარკმელს შორის არეები მართკუთხა მოცულობებითაა შევსებული, რომელთაც ხაოიანი ფაქტურა აქვთ, ზუსტად იგივეა გამეორებული მეორე სართულის შემთხვევაშიც.სავარაუდოდ XX საუკუნის პირველ ნახევარში აგებული შენობისთვის დამახასიათებელია გარკვეული სისადავე და ფასადთა კუთხოვანი დანაწევრება. ქუჩათა განაშენიანებაში ის რიგითი შენობაა.