ხულოს მუნიციპალიტეტი; სოფ. ღორჯომი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ჯამე მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტი სოფელ ღორჯუმის სოფლის ცენტრში და წარმოადგენს ორსართულიან აჭარული სახლის სახე სხვაობას.ჯამესთან ცალკე შენობაში ფუნქციონირებს ორსართულიანი მედრესე და განბანვის ოთახი, შემობურულია თუნუქის სახურავით, ასევე გარედან ჯამის კედლებზე ოთხივე მხრიდან აკრულის თუნუქის ფურცლები. ჯამის მშენებლობა დაწყებულა 1900 წელს და ის 3 წლის განმავლობაში შენდებოდა, ფუნქციონირებს 1903 წლიდან. საშენი მასალები გადმოუტანიათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტიდან. ჯამე აშენებულია ლაზ აბდი უსტას მიერ. ჯამე ფორმით ოთხკუხაა მისი სიგრძე 22 მეტრია, სიგანე 20 მეტრი, ხოლო სიმაღლე 8.45 მ-იადა დაშენებულის ქვის ცოკოლზე. ჯამეს ისევე როგორ სხვა სააღმსრულებლო დაწესებულებები 1930 შეუწყვეტია ფუნქციონირება და 1950 წლამდე გამოიყენებოდა სოფლის მაღაზიის საწყობად, ხოლო 1960 დან 1982 წლამდე იქ ფუნქციონირებდა მუზეუმი. ჯამეში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა პირველად ხვდები ტამბურში (კორიდორი) მისი სიგრძე 20მ-ია, სიგანე 3მ სადაც განთავსებულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდერობები. იქ არსებული ცენტრალური კარებით შესაძლებელია სამლოცველო დარბაზში შესვლა, ჯამე აივნიდან გეგმით სწორკუთხაა,სამლოცველო დარბაზი ორსართულიანია და სამი მხრიდან შემოსაზღვრულია ბალკონებით. სამხრეთით თაღოვანი მიჰრაბით, რომლის წინ ხის ბაქანია. მიჰრაბის თავზე არაბული წარწერაა. დასავლეთით მიმბარია, ხოლო აღმოსავლეთი თკათედრა.
ცენტრალური სივრცის ჭერი კესონურია. ჭერის ცენტრში დამაგრებულია ხის მოჩუქურთმებული ვარდული. ქოროს ჭერი ბრტყელია. ქორო შემაგრებულია რვა მოჩუქურთმებულ სვეტზე. სამი მხრიდან რიკულებიანი მოაჯირი აკრავს. ქოროზე ასასვლელი კიბეები მოწყობილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.
ინტერიერში დეკორატიულად აქცენტირებულია მიჰრაბი, მიმბარი, კათედრა, ქოროს აივანი და სვეტები. მოსართავი ჩუქურთმები შესრულებულია ხის აპლიკაციებითა და ორნამენტებით.
შესასვლელი აღმისავლეთიდანაა.