ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N18
ძეგლის მოკლე დახასიათება
სახლი XX საუკუნის შუა წლებშია აგებული, რომელიც თავისი საფასადო გადაწყვეტით სრულად გადმოსცემს თავისი პერიოდს სამშენებლო გემოვნებასა და სტილურ მახასიათებლებს.ქვითა და ბლოკით ნაგები ოთხსართულიანი მასშტაბური შენობის ქუჩის ფასადი მოკლებულია ყოველგვარ პლასტიკურ დეკორატიულ ელემენტებს. მისი ფასადი სადაა, მონოლითური და მხოლოდ თაღოვანი და მართკუთხა კარ-სარკმელთა ღიობებითაა დანაწევრებული. შენობის კიდურა ნაწილები მცირე შვერილი რიზალიტებითაა გამოყოფილი. მაღალ ცოკოლზე მდგარ შენობას პირველ სართულზე საფეხურები მიუძღვის. ეს სართული ქუჩის მხარეს ხუთთაღედად იხსნება. საცხოვრებელ სახლს შვერილი, მარტივი პროფილის მქონე ლავგარდანი აქვს, რომელიც დეკორატიულ კრონშტეინებს ეყრდნობა. შენობა თავისი მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტითა და პროპორციებით ბათუმის XX საუკუნის შუა წლების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია, რომელშიც სრულადაა გამოვლენილი ამ პერიოდისთვის ნიშანდობლივი სამშენებლო მახასიათებლები.