ქ. ბათუმი, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა N1 / შოთა რუსთაველის ქ 53
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ბათუმის საზღვაო აკადემია წარმოადგენს სამსართულიან, მსხვილმასშტაბიან, თავისუფლად მდგომ შენობას დიდი ეზოთი. მთავარი ფასადის კუთხეები და ცენტალური ნაწილი როზალიტით არის გამოზეული. ფასადები, სრულიად სადაა, შელესილი და ცისფრად დაფერილი. გვერდითი როზალიტის კუთხეებს სადა პილასტრი აუყვება, რომელიც ვერტიკალურად დაღარული კაპიტელით სრულდება. მთავარი არის ცენტრალური როზალიტი, რომელში ნაგებობის მთავარი შესასვლელია განთავსებული. იგი გაფორმებულია ოთხი წყვილი მძავრი ნახევარსვეტით, რომელიც ფასადს სამივე სართულზე აუყვება. ამ ადგილას ნაგებოაბა იმატებს მეოთხე სართულს. ნახევარსვეტები აღმართულია მაღალ კვარლცხბეკზე და სრულდება კიდევ უფრო მაღალი კაპიტელებით, რომლებსაც თითქმის მეოთხე სართული უკავია. ნახევარსვეტებს შორის ყოველ სართულზე სამ-სამი ვიწრო ფანჯარაა მოთასებული, ხოლომეოთხე სართულზე თითო-თითო განიერი თაღოვანი ღიობია. როზალიტს ასრულებს ძლიერ შვერილიპროფილირებული კარნიზი, რომელიც შუა მონაკვეთში ფრონტონს ქმნის. ნაგებობის დანარჩენი ნაწილების კარნიზი თარო ფარმისაა და მის ქვეშ კბილანების მწკრივია.