ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N35 / ფარნავაზ მეფის ქუჩა N88
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
წარმოადგენს ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდგარ ორსართულიან ნაგებობას. ქუჩების მხარეს გამავალი ფასადები იდენტურად არის გაბორმებული. აგურით ნაგები შენობის პირველი სართული შელესილია და ნალესობაში გამოყვანილი ჰორიზონტალური ღარებით არის გაფორმებული. სწორკუთხა ფანჯრები და კარის ღიებების თავზე კი იქმნება საჭექი ქვის იმიტაცია. ცოკოლის მონაკვეთი სრულიად სადაა და გამოყოფილია პროფილირებული სარტყლით. მეორე სართული შეულესავია და აგურით მოპირკეთებული. მხოლოდ კარ-ფანჯრების ღიობების მოჩარჩოებაა შელესილი, რომელთაც თავზე გადაევლება ნალესობითვე გამოყვანილი შეისრულთაღოვანი არე. მეორე სართულზე მთლიანად გამოდის სამი ლითონის აივანი. ფასადი სრულდება განიერი თარო კარნიზით.