ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა N14
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი ქვით მოპირკეთებული რენესანსულ-ბაროკული ფასადების მქონე ნაგებობა ამჟამად სრულადაა დანგრეული და მის ნაცვლად დგას რამდენიმე წლის წინა აგებული ოთხსართულიანი, ქვითვე მოპირკეთებული და ძლიერ ორნამენტირებული ეკლეკტური ფასადის მქონე შენობა. უკანასკნელში განთავსებულია "სოკარის" ოფისი.