ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N27
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
სავარაუდოდ XX საუკუნის დასაწყისში აგებული, კრამიტით დაბურული, ერთსართულიანი სახლი მოკლე მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის, ხოლო წაგრძელებული გვერდითა კედლით ეზოს გასწვრივ ვითარდება. შელესილი ძირითადი საფასადო სიბრტყე ყვითლად არის დაფერი, ხოლო არქიტექტურული ელემენტები: საჭექი ქვებით აღნიშნული სარკმლების საპირეები, კედლის კიდეების მომსაზღვრელი კანელურებიანი პილასტრები, პროფილირებული კარნიზი თეთრი ფერით არის დატანილი. შესასვლელი კარი ფასადის მარჯვენა კიდეშია გაჭრილი.ეზოში მოხვედრა რკინის ჭიკრით არის შესაძლებელი. ამ მხრიდან სახლი ნანგრევების სახით დგას. მთლიანად მორღვეულია შუშაბანდის წინა კედელი, ჩანგრეულია იატაკი და ცალკეულ მონაკვეთებში ჭერია ჩამოქცეული.ცუდი ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად სახლს თავდაპირველი გეგმარებითი სტრუქტურა, პროპორცია და მთავარი ფასადის არქიტეტქურული გადაწყვეტა უცვლელად აქვს შენარჩუნებული. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვაჟა-ფშაველას ქუჩის ამ მონაკვეთის ისტორიული სახისა და მასშტაბის შენარჩუნებაში.