ქ. ბათუმი, დავით კლდიაშვილის ქუჩა N4
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ნაგებობა ერთსართულიანია, მაღალი სარდაფით. ფასადის შუაში მოთავსებულია სადარბაზო შესასვლელი, რომელზეც ლითონის ჩარდახია გადმოკიდებული. ოთხი სწორკუთხა მოხაწულობის ფანჯარა პროფილირებულ ჩარჩოშია ჩასმული. მათ თავზე კრონშტეინებზე დაყრდნობილი არქიტრავებიანი თავსართებია, ხოლო ქვევდა დონეზე ფასადს გაუყვება პროფილირებული სარტყელი. სარტყელსა და ფანჯარას შორის კი მართკუთხა არეა მოთავსებული. ცოკოლის მონაკვეთი სრულიად სადაა. მასში დატანებული სარდაფის საჰაერო ღიობები. შენობა სრულდება პროფილირებული კარნიზით, რომლის ძირში კბილანებისგან შემდგარი მწკრივია. ნაგებობის გვერდითი ფასადი სადაა. უკანა ფასადს, რომელიც ეზოში გადის გასდევს ზითონის ახალი აივანი. საცხოვრებელი სახლი გამოირჩევა გემოვნებით გაფორმებული ფასადით, დეკორაციული ელემენტების ზომიერი გამოყენებით და მაღალი სამშენებლო ოსტატობით.