ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N41
ძეგლის მოკლე დახასიათება
პატარა ერთსართულიანი შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. ის ნახევარსარდაფზე დგას. სახლი ვარდისფრადაა შეღებილი, ხოლო ორნამენტული დეტალები _ თეთრად. მხატვრული სახისთვის ასევე სხვადასხვა ფაქტურაცაა გამოყენებული, სახლის ზედა ნაწილის კედლები გლუვია, ხოლო ნახევარსარდაფის კედელს ხაოიანი ზედაპირი აქვს. სახლის ფასადისთვის სიმეტირული გადაწყვეტაა დამახასიათებელი. ცენტრში კარის ღიობია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს ორ-ორი მართკუთხა სარკმელია, რომლებიც `რუსტირებული~ პილასტრებითაა ფლანკირებული. პილასტრთა ზედა მონაკვეთში გირლიანდებია. სახლს პროფილირებული მცირედად შვერილი კარნიზი აქვს, რომლის ქვედა ნაწილსაც მცენარეული მოტივის მქონე ფრიზი გაუყვება. შენობა თავისი საფასადო შემკულობით საცხოვრებელი სახლის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.