ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცხემლარა
ძეგლის მოკლე დახასიათება
ძეგლი მდებარეობს სოფლის თავში მთების წინწამოწეულ კლდოვან ბორცვზე, საწნახელი კლდეშია ნაკვეთი და განთავსებულია ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ამჟამად დაცულია დასავლეთი კედელი. დანარჩენი მონგრეულია. ჩანს, რომ საწნახელი ორ განყოფილებიანი ყოფილა. მისი საერთო სიგრძე 4,80 მ-ია. სიმაღლე 1,45-1,40 მ. საკუთრივ მარანისათვის განკუთვნილი ნაგებობა საწნახელის აღმოსავლეთით კლდოვან ქანზეა მიშენებული. იგი თითქმის მთლიანადაა შემონახული. ნაგებობის სიგრძე 5,10 მ-ია, სიგანე-4,15 მ. კედლების სისქე-0.95-1 მ-ია. მარანს აქვს თაღოვანი გადახურვა. შიგა სიმაღლე 2,30 მ-ია. მარანის სამხრეთ კედელს გარედან 1,60 სიმაღლეზე მთელს სიგრძეზე დატანებული აქვს სამი თახჩა, რომელთა სიმაღლე-50 სმ-ია. სიფართე-35 სმ. სიღრმე-60 სმ. კედლების წყობაში გამოყენებულია კარგად დამუშავებული ქვები. მარანის შიდა სივრცე ამჟამად გამოყენებულია ბოსლად.