ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. პირველი მაისი
ძეგლის მოკლე დახასიათება
საღორეთის მიწის ხიდი მდებარეობს აჭარისწყლის მარჯვენა შენაკად ჭანჭახატზე, ცენტრალური საავტომობილო გზიდან 3 კმ-ში. ხიდის სიგრძე ჰორიზონტალურად ბურჯიდან ბურჯამდე 7 მ-ია, სავალი ზედაპირის სიგრძე-13 მ-ია. ხიდის სიგანე შუა წელზე 1,9-2 მ-ია. სიმაღლე წყლის დონიდან თაღამდე- 9,9-10 მ-ია. გაშლილი ნახევარწრიული თაღის მოხაზულობის ხიდი ეყრდნობა ორივე ნაპირზე კლდოვან ქანზე დაშენებულ ბურჯებს. ნაშენებია ნახევრადდამუშავებული ქვით კირის დუღაბზე. ქვები სწორ რიგზეა დალაგებული. ხიდის ზედაპირი ქვის ფილებითაა დაფენილი. ხიდის ორივე მხარის თაღი გადაყვანილია კარგად გათლილი კვადრებით, რომლების ერთი ცენტრის ირგვლივ არის დალაგებული. ნახევარწრიული თაღი მოჩარჩოებულია მცირე შვერილით. სავალ ნაწილის შუაში ხიდი ტეხილს იკეთებს.