ქ. ბათუმი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N11 / ნოდარ დუმბაძის ქუჩა N1 / შოთა რუსთაველის ქუჩა N18
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
რუსთაველის გამ. 18 / ნინოშვილის ქ. 11 / დუმბაძის ქ. 1სასტუმრო `ინტურისტ პალასი~ბათუმის სასტუმრო `ინტურისტი~ აშენდა 1939 წელს არქიტექტორ ა. შჩუსევის პროექტით. რეკონსტრუირებულია 1979-1980 და 2005-2006 წლებში.სასტუმრო რთული კონფიგურაციის ვრცელი ნაგებობაა. მთავარი შესასვლელი მას ნინოშვილის ქუჩის მხარეს აქვს. მას შევყავართ უხვად გამწვანებულ ეზოში, რომელსაც მარჯვენა მხრიდან ფარგლავს სასტუმროს გრძელი ხუთსართულიანი ფრთა. ეს ფრთა ნინოშვილის ქუჩის მხარეს დასაფეხურებულია და II-IV სართულებზე ვრცელი ღია ტერასებია მოწყობილი. ეზოს სიღრმეში გაშლილ მთავარ ფასადზე შუაში გამოიყოფა დიდი ნახევარცილინდრული მოცულობა, რომელიც, განსხვავებით შენობის დანარჩენი ნაწილისაგან, ოთხსართულიანია. ამ მოცულობის პირველი სართული სასტუმროს ვესტიბულს უკავია. მეორე სართულზე მას ერთიანი აივანი შემოუყვება, ხოლო მესამე და მეოთხე სართულები გახსნილია ახლო-ახლო გაჭრილი დიდი კვადრატული ფანჯრებით. რუსთაველის პროსპექტის მხარეს შენობას აქვს დაახლოებით თანაბარი სიგრძე-სიგანის ორი მკლავი. მათ შორის მოქცეულია სასტუმროს უკანა ეზო. დუმბაძის ქუჩისკენ მიმართული ხუთსართულიანი ფასადი შუა ნაწილში მკვეთრ ტეხილს იკეთებს. ეს ფასადი სადაა, II-IV სართულებზე მას აივნების უწყვეტი რიგი გაუყვება.ბათუმის `ინტურისტი~ საქართველოში კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება. შენობას არსებითი როლი აქვს სანაპირო ბულვარის მიმდებარე განაშენიანების სახის შექმნაში.