ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N33 - ფარნავაზ მეფის ქუჩა N69
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
წარმოადგენს ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდგარ ერთსართულიან ნაგებობას, მაღალი ცოკოლით. ცოკოლის მონაკვეთში სარდაფის ფანჯრის ღიობები გამოდის და კედლის ზედაპირი გაფორმებულია დეკორატიული შელესვით, კვადრების იმიტაციით, რომლებსაც ხაოიანი ზედაპირი აქვს. ნაგებობის ფასადი გაფორმებულია კლასიცისტურ-ბაროკალურ სტილში. კედლის სადა ზედაპირებს ანაწევრებს სწორკუთხა ფორმის ფანჯრები. ფასადის კუთხეებს აუყვება კანელურებიანი პილასტრები. ფანჯრებს პროფილირებული, ლილვოვანი მოჩარჩოება აუყვება გვერდით, რომლებიც ზემოთ პატარა კორინთული კაპიტელებით სრულდება. ამ კაპიტელებს ეყრდნობა პროფილირებული სარტყელი, რომელიც ერთგვარად ფანჯრების თავსართს წარმოადგენს. ღიობების ზემოთაც და ქვემოთაც განთავსებულია კედლის ზედაპირიდან ამოწეული მართკუთხა არეები. ფასადს ასრულებს მცირედ შვერილი პროფილირებული კარნიზი, მცირე კბილანების მწკრივით, რომელიც აჟურულორნამენტიან კონსოლებს ეყრდნობა. კარნიზის ზემოთ მოწყობილია პარაპეტი, რომელიც შევსებულია ლითონის აჟურული ცხაურით. პარაპეტის ზედაპირიც გაფორმებულიამართკუთხა არით. ნაგებობის კუთხეში პარაპეტი მომრგვალებულია.ნაგებობს სადარბაზო ფარნავაზ მეფის ქუჩაზეა, ფასადის მარცხენა კუთხეში. სადარბაზო ზემოთ პარაპეტი აქცენტირებულია გამრუდებული ფრონტონით, რომელზეც ლომის თავის გამოსახულებაა წარმოდგენილი. ნაგებობას გააჩნია ეზო, სადაც ფასადს აივანი გასდევს.