ვარჯანაულის ხიდი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ტყემაკარავი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანაულში "ყასირ-მერეს", "ქემერ-ქოფრის" სახელით ცნობილი ხიდი მდებარეობს ქობულეთიდან 20-იოდე კმ-ის მოშორებით, მდ. კინტრიშის ხეობაში. ხიდთან მივყავართ ქობულეთიდან კინტრიშის ნაკრძალისკენ მიმავალ ფოთლოვანი ტყისა და კოლხური ბზით დაფარულ გზას (ნაკრძალამდე 7 კმ-ია). ხიდი გზის პირასაა, დაახლოებით 5-7 მ-ის მანძილზე.ხიდი ნაგებია ადგილობრივი, კარგად დამუშავებული ქვით და დადუღაბებულია კირის ხსნარით. თაღი ნახევარწრიული, მალის სიგრძე 14,6 მ., სავალი ნაწილის კი 28,1 მ. ხიდის კამარა ერთ მხარეს ეყრდნობა კლდეს, ხოლო მეორე მხარეს ბურჯს, რომელიც დაუმუშავებული ქვის რეგულარული წყობითაა ამოყვანილი. ხიდის სავალი ნაწილი ნაპირებისაკენ დაქანებულია და ცენტრში ქმნის წყალგამყოფს ატმოსფერული ნალექების გადასაყვანად. ხიდის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან კამარის წვერომდე 8,6 მ., საჭექის სისქე . ხიდის სავალი ნაწილი რიყის ქვებითაა მოკირწყლული.