ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზესოფელი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ციხე მდებარეობს მაღალი მთის წვერზე. ნაგებობა წარმოადგენს ფლეთილი ქვით ნაგებ კვადრატული გეგმის კოშკს. კოშკს არქიტრავული შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. სამხრეთის კედელში ერთ ჰორიზონტზე ორი სათოფურია გაჭრილი. მათ თავზე შუაში ასევე ერთი სათოფურია. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში ორი ოთხკუთხა ნიშია. კოშკი დანგრეულია, კედლების მაქსიმალური სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. კოშკი თავის მდებარეობიდან გამომდინარე სათვალთვალო-სასიგნალო ფუნქციის უნდა ყოფილიყო. იგი მდ. აჭარისწყლის და ხინოს ხეობების დიდ მონაკვეთს აკონტროლებდა.