ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N7 / რუსთაველის ქუჩა N17
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
წარმოადგენს აგურით ნაგებ ერთსართულიან ნაგებობას სარდაფით. ცოკოლის ნაწილი, სადაც გამოდის სარდაფის პატარა ფანჯრები, ქვით არის მოპირკეთებული. ფასადები სრულიად სადაა და შეულესავი, მხოლოდ ფანჯრის რაფა და მოჩარჩოებაა შეღებილი თეთრად. ფანჯრის სწორკუთხა ღიობების ქვეს აგურში გამოყვანილი მართკუთხა არეა მოთავსებული. აგურითვეა შედგენილი ნაგებობის კარნიზი. შენობას ასრულებს ყრუ პარაპეტი, რომელიც ნაგებობას მთელს პერიმეტრზე გასდევს.ამჟამად, ნაგებობას დემეტრე თავდადებულის ქუჩის მხრიდან დამატებული აქვს “ქართული აგურით” ნაგები ერთი სარული, რომელიც რუსთაველის ქუჩისკენ ქანობა სახურავში არის “ჩამალული” და ამ მხრიდან ნაგებობა ერთსართულიანია. დამატებულ სართულზე გამოდის ორი ლითონის აივანი. თავდადებულის ქუჩის მხრიდან ნაგებობის გვერდით ააშენეს მარალსართულიანი კორპუსი, რისთვისაც ამ ნაგებობას უკანა მხარე და ნაგებობის ნაწილი ჩამოუნგრიეს.