ქ.ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N24
ძეგლის მოკლე დახასიათება
აბუსერიძის ქ. 24ბათუმის ლუდის ქახანაბათუმის ლუდის ქარხანა დაარსდა 1951 წელს. მისი კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისაგან შედგება. აბუსერიძის ქუჩაზე გამოდის ქარხნის ადმინისტრაციული კორპუსი _ სადა ორსართულიანი შენობა, რომლის ქუჩისპირა ფასადის შუა ნაწილი პილასტრებით არის გამოყოფილი და ფრონტონით დაგვირგვინებული. ფრონტონში დიდი ასოებით წარწერაა: БПЗ (შემოკლებული Батумский пивоваренный завод). ფასადის ცენტრში არის კარი და მის ზემოთ ლითონის აივანი. ადმინისტრაციული შენობის უკან, ეზოში დგას საწარმოო კორპუსი, რომელიც მოიცავს ორ კოშკისებურ ნაგებობასა და მათ შორის მოთავსებულ შედარებით დაბალ, ყრუკედლებიან საამქრო დარბაზს. წინა კოშკის კედლები დანაწევრებულია ჰორიზონტალური სარტყლებით და გაფორებულია მაღალი პილასტრებით, რომლებსაც დორიული კაპიტელები აბოლოებს. ამ კორპუსის კედლები ორმაგია (შუაში იზოლაციით), რაც შეესაბამება ლუდის დამზადების ტექნოლოგიის სპეციფიკას. ბათუმის ლუდის ქარხანა 1950-იანი წლების ინდუსტრიული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიმუშია.