ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. გეგელიძეები
ძეგლის მოკლე დახასიათება
ნაგებობა მდებარეობს სოფლის განაპირას, აღმოსავლეთ ნაწილში, ტყით დაფარულ მცირე კლდოვან ბორცვზე. ნაგებობის გეგმარების დადგენს თითქმის შეუძლებელია. ამჟამად შემორჩენილია კოშკის კედლის წყობის მცირე ფრაგმენტები. შემორჩენილი წყობის მიხედვით ჩანს, რომ ნაგებობა აგებული იყო დაუმუშავებელი ქვით კირის დუღაბზე. ნაგებობის სამხრეთით დაახლოებით 10 მეტრში არის კლდის მასივი, რომელსაც ცალ მხარეს ვერტიკალური, კედლის ფორმა აქვს. მის წინ იკითხება მართკუთხა ნაგებობის გეგმის ნაშთი. როგორც ჩანს აქ იყო კოშკის მცველების სადგომები.