ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზედა ბზუბზუ
ძეგლის მოკლე დახასიათება
მეჩეთი მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზუბზუში, ცენტრალური საავტომობილო გზიდა 3 კმ დაშორებით სოფლის ცენტრში. აშენებულია მე -19 საუკუნის მეორე ნახევარში. მეჩეთი ორსართულიან ხის შენობას წარმოადგენს ოთხფერდა გადახურვით,გადახურულია თუნუქის სახურავით და დაშენებულია კარგად დამუშავებულ სწორკუთხა ქვის საძირკველზე და წარმოადგენს აჭარული სახლის ხუროთმოძღვრულ სახესხვაობას. შენობის სიგრძე 9,50 მ-ია, სიფართე 8,60 მ-ია ხოლო სიმაღლე 6,30მ. შიდა ინტერიერში ბოძები მიხრაბი, მიმბარი, ნიში მორთულია ქართული ხეზე კვეთურობის უნიკალური ნიმუშებით: ჩუქურთმებითა და ორნამენტებით. მეჩეთის პირველი სართული შემოჯარულია ღია აივნით. საბჭოთა პერიოდში შენობა გამოიყენებოდა მინერალური სასუქების საწყობად, მოგვიანებით აქ განთავსდა სოფლის კლუბი. ამჟამად უფუნქციოა.
მეჩეთს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ადგილობრივი ძეგლის სტატუსი.