დაგვას ჯამე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვედა დაგვა
ძეგლის მოკლე დახასიათება
ჯამე მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში, სასაფლაოს მიდამოებსი. ის აგებულია XIX საუკუნის 20-იან წლებში,კერძოდ 1826წ. არხაველი ლაზის-ხასანოღლი უსტას მირ. საბჭოთა პერიოდში ჯამე სოფლის საწყობად გამოიყენებოდა.
მეჩეთი წარმოადგენს ქვის საძირკველზე შემოდგმულ ხის შენობას,რომელიც ამჯამად საჭიროებს რეკონსტრუქციას. მისი ზომებია: სიგრძე-6მ, სიგანე-6მ, სიმაღლე-4,4მ.