ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა N2 / მემედ აბაშიძის ქუჩა N12
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი სახლი მის ფასადზე არსებული თარიღის თანახმად 1912 წელსაა აგებული. ფასადზევე განთავსებული აბრის თანახმად, ამ სახლში 1948-89 წლებში ცხოვრობდა ცნობილი მხედართუფროსი ასლან ბაჯელიძე.შენობა ორი ქუჩის კუთხეშია აგებული. პირველი სართული (გადაკეთებული) მარმარილოთია მოპირკეთებული და დიდი ღიობებით გახსნილი. გარდა ამისა, შენობას მოგვიანებით მანსარდაც დაადგეს. სახლის მეორე სართული, რომლის მიხედვითაც შეიძლება მსჯელობა მის მხატვრულ სახეზე მოდერნის სტილშია შესრულებული. ის მართკუთხა სარკმლის ღიობებითაა დანაწევრებული. ფასადის ზედაპირი შელესილია და განსხვავებული ფაქტურითაა დამუშავებული _ ხორკლიანი და გლუვი სიბრტყეების მონაცვლეობით ხდება ფასადის ზედაპირის ამეტყველება. სარკმლის ქვედა და ზედა ნაწილებში სიბრტყე `გოფრირებულია~. სახლის ორივე ფასადზე ლითონის მოაჯირიანი აივნებია. მიუხედავად სახეცვლისა შენობის თავდაპირველი სახე დიდწილად მაინც შენარჩუნებულია. თავისი პროპორციებითა და გაბარიტებით ნაგებობა კარგად ეწერება ქუჩის საერთო განაშენიანებაში და თავისი მდებარეობით (კუთხის სახლი) ერთგვარ მაკავშირებელ კვანძს წარმოადგენს. შენობა ასევე საინტერესოა როგორც მოდერნის სტილის საინტერესო ნიმუში.