ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზედა მახუნცეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
მაღალი კლდის მასივზე შემორჩენილი კოშკის ნანგრევები გეგმის დონეზე იკითხება; ნაგებია ცუდად დამუშავებული, საშუალო ზომის ქვით. კოშკი გეგმით ოვალურია. 1981 წლის პასპორტში მოცემულ ფოტოზე იგი ჯერ კიდევ 2 მეტრამდე სიმაღლისა დგას, გოდოლის ფორმის კოშკს ქვის წყობის ჰორიზონტალური რიგების სიმწყობრეც შენარჩუნებული აქვს. მას შემდეგ ნაგებობამ დიდი დანაკარგი განიცადა. შედარებით უკეთაა შემონახული ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენილი, დაახლოებით 30 მეტრის გრძივი კედელი, სავარაუდოდ, გალავნის ფრაგმენტი. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის უსწორმასწოორო რიგებად.
დღეისათვის კოშკის ნაშთი ხეებითდაფარულ კლდის მასივზეა.