ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. კალოთა
კალოთის ნაეკლესიარი მდენარეობს სხალთისწყლის ხეობაში სოფელ კალოთაში, მაღალ ტერასაზე. Aაქაურები ამ ადგილს “კალოს” უწოდებდნენ, აქედან წარმოდგება თვით სოფლის სახელწოდებაც. სოფელი კალოთა, აჭარისწყლის ხეობის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, იგი უკვე უძველეს ეპოქებში ყოფილა დასახლებული. ეკლესიიდან დღეს მხოლოდ საკურთხევლის კედელი და კონქის ნაწილია დარჩენილი. აღნიშნული ეკლესია დარბაზული ტიპის ყოფილა (8,2_4,6მ). საკურთხეველი ერთი საფეხურითაა გამოყოფილი დარბაზისაგან. აბსიდში ერთი სარკმელია გაჭრილი, გვერდითი სათავსოების ფუნქცია კი ნიშებს ეკისრება. დაარბაზის კამარა საკმაოდ სქელ კედლებსა და შვერილ პროფილირებულ პილასტრებზე გადადებულ ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. იატაკი 15-20 სმ სისქის დუღაბით იყო დაფარული. სამხრეთით გასდევს მინაშენი (სიგრძე 2,2მ-ი) რომელიც საძვალედ იყო გამოყენებული, დღეს იგი საძირკვლის დონემდეა დანგრეული. აღსანიშნავია, რომ ტაძარი მეოცე სუკუნის 40-50 წლებამდე შემონახული ყოფილა და მიაკუთვნებენ X საუკუნეს. გადარჩენილი კედლის ფოსოების მიხედვით ჩანს, რომ თავის დროზე კალოთის ეკლესია შესანიშნავად დამუშავებული და ალაგ-ალაგ ჩუქურთმებით შემკულული ქვათლილებით ყოფილა მოპირკეთებული.
ხუროთმოძღვრული კომპლექსის არქეოლოგიური გათხრებისას, რომელიც ჩატარდა 1989-1990-1991 წლებში აღმოჩენილი იქნა ქვის ფილები ქართული ასომთავრული წარწერებით. (გათხრებს ხელმძღვანელობდა ბატ შ.მამაულაძე და ბატ. ა.კახიძე) ერთ-ერთი მათგანი ჯვრის წინაშე ხელაპყრობილი ოსტატის გამოსახულებით, აჭარის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ამავდროულად ეკლესიის ეზოში აღმოჩნდა ინდივიდუალური და კოლექტიური ქრისტიანული სამარხები, აგრეთვე სამი საოჯახო ქვის სამარხი, რომლებიც ნაგებია ქვიშაქვის ფილებით.