ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. პირველი მაისი
ძეგლის მოკლე დახასიათება
საღორეთის ციხე მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ცენტრალური გზატკეცილიდან 3 კმ-ის დაშორებით. იგი მაღალი ფრიალო კლდეების სისტემაზეა დაშენებული და ამაყად გადაჰყურებს აჭარისწყლის ხეობას და იქ გამავალ გზებს. იგი კოლოტაურის კოშკთან და ცივასულას ციხეებთან ერთად კარგა მოზრდილ მანძილს აკონტროლებს აჭარისწყლის ხეობისას. ციხე თითქმის მიუვალია. აქვს ერთადერთი მისასვლელი დასავლეთის მხრიდან. ციხის კედლები თითქმის საძირკვლის დონეზეა დანგრეული. ციხის შიგა ფართობი დაახლოებით 200 მ2. კედლების სისქე 0,80 მ-ია. ნაგებობის აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით შეინიშნება კოშკების ნაშთები. პირველი მათგანის შიდა ზომებია: 2,8 X 3 მ. შემორჩენილი კედლის მაქსიმალური სიმაღლე კი- 1,20 მ. მეორე კოშკის შიდა ზომებია: 3,30 X 4,5 მ. შემორჩენილი კედლის მაქსიმალური სიმაღლე-1,5 მ-ია.