ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N51
ძეგლის მოკლე დახასიათება
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო XIXს-ის დასასრულს და დასრულდა XXს-ის I მეოთხედში. საბოლოოდ ჩამოყალიბდა კლასიცისტურ-ბაროკოული სტილის რთული გეგმარების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი წახნაგებიანი რიზალიტით და კოშკურა მანსარდით. ქუჩისკენ ბოძკინტებიანი ჭვირულცხაურიანი ღობით შემოიზღუდავს მცირე ბაღს.მარჯვნივ ქუჩისკენ ნაშვერ ფლანგში მართკუთხად მოჩარჩოებული სადარბაზო შესასვლელია მოწყობილი ხის ორფრთიანი მოხარატებული კარით. მის ზემოთ ბრტყელი პილასტრებით ფლანკირებული ღიობია ლითონის ჭვირულცხაურიანი კიდული აივნით. იგივე სტილისა იკან დაწეული საფასადო სიბრტყე. შუაში მართკუთხა სარკმლებიანი ხუთწახნაგა რიზალიტია. გვერდებზე _ მარცხნივ I სართულზე ეზოში შესასვლელი მართკუთხა ღიობი და მარჯვნივ, თაღოვანი სარკმელი. II სართულზე თითო მართკუთხა სარკმელი. სარკმლები მოჩარჩოებულია და II სართულზე დასრულებულია მცირე ფრონტონებით. სართულები ერთმანეთისგან გამიჯნულია პროფილირებული ლავგარდანით. ზევით ასეთივე სტრუქტურის ორმაგი ლავგარდანია, ზედა მათგანზე კრონშტეინებზე შესმული საფეხურებით. მანსარდის კოშკურა წანაზარდი საფასადო სიბრტყეა, შედგენილი შეწყვილებულ პილასტრებით ფლანკირებული მართკუთხა სარკმლისგან რომლის ზემოთ საფეხუროვანი ლავგარდანებია დასრულებული ბაროკოული ტიპის ჩახსნილი ფრონტონით. კოშკურას ასრულებს მოკლე შპილი.ფასადი დაფერილია კონტრასტულად, ყვითელი ფერით კედლების სიბრტყე და თეთრად არქიტექტურული დეტალები.სადარბაზოს ჭერი შემკულია საალფრეო მხატვრობით, იატაკი კი, გეომეტრიული ფერადი ფილებით. შენარჩუნებულია ლითონის საფეხურებიანი კიბე ჭვირული ცხაურით.ეზოს ფასადები ნაწილობრივ შეცვლილია. ამოშენებულია შემინული გალერეა-აივნები და შეცვლილია თავდაპირველი ალათები.