ქ. ბათუმი, ნოე ჟორდანიას ქუჩა N7 - ქუთაისის ქუჩა N10-12
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორი ქუჩის კვეთაზე მდგარი ერთსართულიანი სახლი მნიშვნელოვნადაა სახეცვლილი. მის თავდაპირველ ერთ სართულს რამდენიმე წლის წინ ორი სართული და მანსარდა დააშენეს. პირველი სართული დიდი ღიობებითაა დანაწევრებული, რომლებიც რუსტირებულ პილასტრებს შორისაა მოქცეული. ღიობებს ზემოთ ხერხულა ფრიზი გაუყვება. ეზოში შესასვლელი ჟორდანიას ქუჩის მხრიდანაა მოწყობილი, სადაც გვირაბით ხდება ეზოსთან დაკავშირება.