ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ქ. ქობულეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქ. ქობულეთში დ. აღმაშენებლის გამზირზე, #2278-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში უნდა იყოს აგებული. ნაგებობის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახე ფსევდო-კლასიციზმისათვის დამახასიათებელი სტილური ნიშნებისა და რეგიონალური ტრადიციების შერწყმის თავისებურ ნიმუშს გვთავაზობს, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში წარმოებულ არქიტექტურული პროექტირების ფართოდ აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენდა.აგურით ნაშენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მოსწორებულ რელიეფზე დგას და მთავარი ფასადით ქალაქის ცენტრალურ ქუჩას გადაჰყურებს. ხაზოვანი გეგმარების ნაგებობა ორსართულიანია, მაღალი სარდაფის სართულითა და ერთი სადარბაზო შესასვლელით ქუჩის მხრიდან.