ლითონის კონსტრუქციის ხიდი, რომლის თითოეული ნაწილი ერთმანეთთან მოქლონებითაა შეერთებული. მიეკუთვნება შვედლერის სიტემის ხიდების ჯგუფს, რომლებიც აპრობირებული იყო შედარებით მოკლე დისტანციისათვის. ხიდი გადებულია მდინარე აჭარისწყალზე. ისტორიულად იგი ბათუმი-არდაგანის გზას მიეკუთვნებოდა. ხიდი დამზადებულია ქალაქ როსტოვში - თუჯისა და ლითონის საჩამომსხმელო ქარხანაში, რომელიც ეკუთვნდა პირველი გილდიის ვაჭარს, ინჟინერი დ.ა.პასტუხოვს. აღნიშნული ხიდის შეკვეთა განახორვიელა ინჟინერმა პასეკმა 1890 წლის 15 აგვისტოს, ხოლო აჭარისწყალზე მისი აგება განხორციელდა 1892 წელს. ხიდის სიგრძე ბურჯიდან ბურჯამდე 50 მეტრია, სიფართე 4.5 მეტრი.