ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. მახო
ძეგლის მოკლე დახასიათება
ციხე მდებარეობს სოფლის ცენტრში. იგი შემაღლებულ კლდოვან ბორცვზეა დაშენებული. აქედან კარგად მოჩანს მთელი სოფელი და მდ. ჭოროხის შესართავი მონაკვეთი მთელს სიგრძეზე. ამ ადგილს ადგილბრივი მოსახლეობა ,,ყორის" უწოდებს. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ ციხე თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული. აქა-იქაა შემორჩენილინ ნაშთები. ადგილობრივი მოსახლეობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე, დრო და დრო, კერამიკული მასალის ფრაგმენტებსა თუ სხვა ნივთებს პოულობდა. ციხის ძირითადი ნაწილი დანგრეულია. აქა-იქაა შემორჩენილი საძირკვლისა და კედლის წყობის ნაშთები. სასურველია არსებულის გამაგრება.