ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N11
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი შენობა, სავარაუდოდ XX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული. მისი პირველი სართული ფართო მართკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. მასთან შედარებით მეორე სართული ბევრად მეტადაა დეკორატიულად გაფორმებული. ფასადი ამ დონეზე სიმეტრიულად ნაწევრდება, სადაც ცენტრალური ნაწილი უჭირავს კარ-სარკმელთა ოთხ ღიობს. მათ პროფილირებული საპირე შემოუყვებათ, ხოლო ზემოთ მცენარეულმოტივიან კრონშტეინებზე დაყრნობილი სანდრიკი ამშვენებთ. ამ ცენტრალური ნაწილის შუაში ლითონის აჟურულმოაჯირებიანი და წინფრიანი აივანია გადმოკიდული. ფასადის ეს ცენტრალური ნაწილი და შენობის კიდურა ნაწილები აივანზე გამომავალი მართკუთა ღიობებითაა დანაწევრებული. ეს ღიობები დეკორატიული შემკულობითაა აქცენტირებული. კერძოდ, ღიობი ფლანკირებულია ორი კანელურებიანი პილასტრით, რომლებსაც `იონური~ კაპიტელები ამშვენებთ, ეს ორი პილასტრი ზედა ნაწილში თარაზული, პროფილირებული ფრიზითაა გაერთიანებული, რომლის ქვეშაც ოვალურ ფორმაში მზის სხივების იმიტირების რელიეფური გამოსახულებაა მოცემული. თავის მხრივ ღიობთა ეს ერთგვარი პორტალი ჩაწერილია რუსტირებულ პილასტრებს შორის. სახლი გამორჩეულია საინტერესო საფასადო გადაწყვეტით, კარგი სამშენებლო ტექნიკითა და თავისი მასშტაბითა და პროპორციებით გამართულადაა ჩაწერილი ქუჩის განაშენიანებაში.