ქ. ბათუმი, დავით კლდიაშვილის ქუჩა N10 / ვაჟა-ფშაველას ქ. N9
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
წარმოადგენს ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდგარ ორსართულიან ნაგებობას. ქუჩების მხარეს გამავალი ფასადები იდენტურად არის გაბორმებული. აგურით ნაგები შენობა შეულესავია. პირველი სართული წყობაში გამოყვანილი ჰორიზონტალური ღარებით არის გაფორმებული. სწორკუთხა ფანჯრები და კარის ღიებების თავზე კი იქმნება საჭექი ქვის იმიტაცია. ცოკოლის მონაკვეთი სრულიად სადაა და გამოყოფილია პროფილირებული სარტყლით. მეორე სართულის ღიობებს თავზე გადაევლება ნალესობითვე გამოყვანილი მრუდხაზოვანი ფრონტონის მაგვარი ტავსართი. მეორე სართულზე გამოდის სამი ლითონის აივანი. ფასადი სრულდება განიერი თარო კარნიზით, რომელსაც ძირძძი კბილანების მწკრივი გაუყვება. ორივე ქუჩის მხარეს, ფასადის შუაში კარნიზის ზემოთ აღმართულია ბაროკალური ტიპის ფრონტონი.