ქ.ბათუმი, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა N22 / ქუთაისის ქუჩა N27 /ხულოს ქუჩა N2
ძეგლის მოკლე დახასიათება
სახლი, სავარაუდოდ XIX საუკუნის ბოლოსაა აგებული. აქ ადრე სასტუმრო `ნეაპოლი~ ფუნქციონირება, რომლის მეპატრონეც მემლი ზადე სანდა იყო. აგურით ნაგები (სამშენებლო მასალად ასევე გამოყენებულია ბლოკი და ქვა) ორსართულიანი საცხოვრებელი ტიპის სახლის სამი ფასადი გოგებაშვილის ქუთაისისა და ხულოს ქუჩებზე გადის. შენობა ოთხივე მხრიდან გარს ევლება სწორკუთხა მოხაზულობის შიდა ეზოს. სახლის ქუჩისპირა ფასადი სიმეტრიულია, ის დამუშავებულია პილასტრებითა და თაღოვან საკრმლებს შემოვლებული საპირეებით. საფასადო დეკორისთვის დამახასიათებელია კბილანისებური მოტივის ფართოდ გამოყენება (ძირითადად პილასტრებზე). ცენტრალური შესასვლელის მეორე სართულის კარნიზისთვის გამოყენებულია კბილანისებური ფრიზი. შენობას მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება გააჩნია. მისი მნიშვნელობა ასევე განისაზღვრება იმითი, რომ ის წარმოადგენს ბათუმის სანაპირო ზოლის განაშენიანების ერთ-ერთ ადრინდელ ნაგებობას და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თავდაპირველად შენობა სასტუმროს წარმოადგენდა და შესაბამისად საქმე გვაქვს ბათუმის სასტუმროს ტიპის ნაგებობათა ერთ-ერთ ადრეულ ნიმუშთან.