ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. უჩხითი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხის ჯამეს პირველი სართული ნახევარსარდაფია, მეორე - ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზი. ზომები: 8,7X9,5 მ. საბურავად გამოყენებულია ღარიანი კრამიტი. ჯამე აივნიანად გეგმით სწორკუთხაა, სამხრეთით თაღოვანი მიჰრაბით, რომლის წინ ხის ბაქანია. მიჰრაბს ორივე მხარეს ხის დაბალი მერხები მიუყვება. მისგან დასავლეთით მიმბარია, კათედრა მოშლილია. ცენტრალური სივრცის ჭერი გუმბათიანია. ქოროსი - ბრტყელი. ქორო შემაგრებულია ექვსწახნაგა სვეტზე. მასზე ასასვლელი კიბე მოწყობილია ჩრდილო-დასავლეთიდან. ჩრდილოეთით მოგრძო აივანია გამოყოფილი. მიჰრაბი და მიმბარი მორთულია ხის აპლიკაციებით. ორნამენტებში ჭარბობს მცენარეული მოტივი. აივანი ხის, ბალუსტრადას მიმსგავსებული მოაჯირით არის შემოსაზღვრული. ჯამეს ყველა კედელი დანაწევრებულია სარკმლებით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, რვა ნახევარწრიული საფეხურით. სადა კარი ორფრთიანია.