ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბეღლეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ჯამე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მდებარეობს და ის ერთ-ერთი უძველესია აჭარის ტერიტორიაზე არსებულ მუსულმანურ სამლოცველოებს შორის (ჯამეს პირველი ნაგებობა მე-19 საუკუნის დასაწყისით თარიღდება). ჯამეს დღევანდელი შენოობა 1920-1921 წლებში ლაზ ოსტატებს შეუმკიათ მხატვრული დეკორით და კეთილმოუწყვიათ. ჯამე ქვის ცოკოლზე აღმართულ წაბლის ხის ორსართულიან ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც უახლოეს წარსულში აღდგა და განახლდა. თუნუქის ფირფიტებით დაიფარა ხის ფასადები და მინარეთი, ჩრდილოეთ მხარეს გაჩნდა დამატებითი, სამეურნეო-ლიტურგიულად დაკავშირებული ნაგებობები. ბეღლეთის ჯამე აჭარული მეჩეთების ერთ-ერთი საყურადღებო და კარგად შემონახული ნიმუშია, რომელიც გეგმარების სპეციფიკითა და ინტერიერის გადაწყვეტის რეგიონალური თავისებურებებით, მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართული მეჩეთების ხუროთმოძღვრულ ტრადიციასთან.