ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვარჯანისი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისის ჯამე დღესდღობით აღარ არსებობს. 1981 წლის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ვარჯანისის ჯამე აჭარული მეჩეთების საყურადღებო ძეგლი უნდა ყოფილიყო. ჯამე რეგიონალური მახასიათებლების მიხედვით იყო აგებული: იყო ხის ორსართულიანი ნაგებობა, ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზითა და კრამიტის საბურავით. სადად შეფიცრულ, სარკმლებით დატიხრულ ფასადებს მიღმა მდიდრულად ორნამენტირებული ინტერიერი ხვდებოდა მნახველს, რომლის დიდი ნაწილი 1981 წელსვე იყო მოშლილ-მორღვეული (მიჰრაბი, მიმბარი, კათედრა).