ქ.ბათუმი, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა N3
ძეგლის მოკლე დახასიათება
გოგებაშვილის ქ. #5ნაგებობა დგას ზღვისპირას. იგი წარმოადგენს ორსართულიან შელესილ, ცისფრად და თეთრად შეღებილ რკინაბეტონის შენობას, რომელსაც წაგრძელებული სწორკუთხედის მოხაზულობის გეგმა აქვს. Fფასადები მიქცეულია ზღვისკენ და ქუჩისკენ. შენობის ცენტრალურ კუბურ მოცულობას დამატებული აქვს სართული, რომელიც სრულდება შპილიანი შუქურით. შენობის განივი ფასადების ცენტრალურ ნაწილებში თაღოვანი შესასვლელებია გაკეთებული. ზღვის მხარეს, ფასადის კიდურ ნაწილებს გეგმაში ხუთწახნაგა შვერილები აქვს. N 0101080ნაგებობის ამავე მხარეს არსებული გვერდითი ფრთები გახსნილია ორი სართულის სიმაღლის თაღოვანი ღიობებით. ქუჩის მხარეს კი სათავსი ორ ნაწილადაა გაყოფილი. შენობა XX საუკუნის 60-იანი წლების არქიტექტურის დამახასიათებელი ნიმუშია და ბათუმის ზღვისპირა უბნის ერთ-ერთ არქიტექტურულ დომინანტს წარმოადგენს. იგი საბჭოთა არქიტექტურის საყურადღებო ძეგლია.