ქ. ბათუმი, დავით კლდიაშვილის ქ.N34 / პ. მელიქიშვილის ქ.N19
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
აგებობა ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობს. იგი წარმოადგენს მცირე მასშტაბის ერთსართულიან ნაგებობას. მაღალი ცოკოლის მონაკვეთი სრულიად სადაა, მასში სარდაფის პატარა საჰაერო ღიობებია ამოჭრილი. შესასვლელი სადარბაზო კლდიაშვილის ქუჩის მხარესაა, მარჯვენა კუთხეში. ხის მოხარატებულ კარს ლითონის ცხაური აქვს, ზემოთ კი ლითონის თაღოვანი ჩარდახი აქვს. ფასადებს თანაბრად ანაწერვრებს სწორკოთხა ფორმის ფანჯრები, რომელთა გაფორმებას სადა, მარტი პროფილირებული მოჩარჩოება წარმოადგენს. ფანჯრებს ძირში პროფილირებული სარტყელი გაუყვება ორივე ფასადზე. ფანჯრებს ქვემოთ მოთავსებული მართკუთხა არე, პროფილირებული მოჩარჩოებით. ფასადი სრულდება დაბალი, პროფილირებული კარნიზით.