ქ.ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N25 / ფარნავაზ მეფის ქუჩა N42
ძეგლის მოკლე დახასიათება
თავდაპირველი ეკლესია, რომელიც ამ ადგილზე აიგო XIX საუკუნის 70-იან წლებში ხის იყო, რომელიც 1890 წელს ავსტრიელი არქიტექტორის მარფელდის პროექტის მიხედვით აიგო, ხოლო სამშენებლო ხარჯები თბილისელმა სომეხმა მეწარმემ ალ. მანთაშევმა გაიღო. ეკლესია 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაიხურას. თავიდან ის საწყობად გამოიყენებოდა, ხოლო მოგვიანოდ პლანეტარიუმად. ეკლესია 1996 წელს ამოქმედდა.ჯვარგუმბათოვანი ნაგებობის დასავლეთი ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის. ორსაფეხურიან ცოკოლზე მდგარი ეკლესია ქვითა და აგურითაა ნაგები. მას სამწახნაგა შვერილი აფსიდი აქვს, რომელიც ნახევარწრიულ სვეტებზე გადაყვანილი ექვსი თაღითაა შემკული. თაღნარი შემოუყვება თორმეტწახნაგა გუმბათის ყელსაც, რომლის თითოეულ წახნაგში სარკმელია გაჭრილი. ტაძრის ინტერიერი შელესილი და შეღებილია, შელესილია ასევე გუმბათის ყელიც. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე-სამრეკლო აქვს მიშენებული. სამრეკლოს მეორე სართულზე ფანჩატურია მოწყობილი. ნაგებობას ხერხულა კარნიზი შემოუყვება. ეკლესია კარგი სამშენებლო ოსტატობით გამოირჩევა და ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს.